“თუ ნდობის მანდატს აძლევ ეუთო/ოდირის მისიებს, მეორე ხელით არ შეიძლება, მასვე გამოუთხარო ძირი და ინსტიტუტი დააკნინო; ფინალურ კენჭისყრაში სწორედ ამ ჩანაწერის გამო არ მივიღეთ მონაწილეობა” – მახაშვილი

“თუ ნდობის მანდატს აძლევ ეუთო/ოდირ-ის მისიებს, მეორე ხელით არ შეიძლება მასვე გამოუთხარო ძირი და ინსტიტუტი დააკნინო. ფინალურ კენჭისყრაში სწორედ ამ ჩანაწერის გამო არ მივიღეთ მონაწილეობა”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ისაუბრა.

მისი განმარტებით, ნიკოლოზ სამხარაძის პირადი ჩართულობით და ინიციატივით, პირველად საერთაშორისო დოკუმენტებში, გაჩნდა შესაძლებლობა, რომ მოწოდება გაკეთებულიყო სირიის ახალი ხელისუფლებისადმი, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. აღიარება წაეღო უკან.

“ამასთან ერთად, [რეზოლუციაში] არის საქართველოსთვის სასარგებლო უამრავი ჩანაწერი, რაზეც ამდენი კვირის განმავლობაში ვიმუშავეთ. რაც ვნახეთ, ეს იყო დიპლომატიური დემარში, დიპლომატიური გალაშქრება საქართველოს მისამართით, სამწუხაროდ ისეთი ქვეყნების მხრიდან, რომლებსაც რომ ჰკითხო პარტნიორები ვართ და მეგობრობას გეფიცებიან.

ჯო უილსონის მიერ შეაპარეს ამ ტიპის ჩანაწერი, რომელიც ახალი არჩევნების დანიშვნას ეხება და რომელიც სრულიად მოწყვეტილია რეალობას და სწორედ ეს იყო გამოძახილი ეუთო-ს გენმდივანმა რაც გააკეთა. სწორედ ამაზე გააკეთა განაცხადი, რომ მიუღებელია მსგავსი ტიპის ქმედებები რადგან დისკრედიტაციას ახდენს და ძირს უთხრის არა უბრალოდ ეუთო-ს, არამედ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას. თუ ნდობის მანდატს აძლევ ეუთო/ოდირის მისიებს, მეორე ხელით არ შეიძლება მასვე გამოუთხარო ძირი და ინსტიტუტი დააკნინო. ფინალურ კენჭისყრაში სწორედ ამ ჩანაწერის გამო არ მივიღეთ მონაწილეობა“, – აღნიშნა მახაშვილმა.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, „ქართულმა ოცნებამ” მხარი არ დაუჭირა დეკლარაციას, რომელიც სირიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებს. ეს შესწორება დოკუმენტში სწორედ ქართული მხარის მოთხოვნით შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები