ურსულა ფონ დერ ლაიენსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ევროკავშირის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ვაჭრობასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა.
ევროკომისიამ განაცხადა, რომ ბრიუსელი შეთანხმების მიღწევას ცდილობს, რათა 9 ივლისის ვადამდე მაღალი ტარიფები თავიდან აიცილოს.
„ჩვენ გვსურს აშშ-თან შეთანხმების მიღწევა. ჩვენ გვსურს, თავიდან ავიცილოთ ტარიფები. გვჯერა, რომ ტარიფები მტკივნეული იქნება. ჩვენ გვსურს ორმხრივად მოგებიანი შედეგების მიღწევა“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
კომისია, რომელიც 27ქვეყნიდან ბლოკის სავაჭრო პოლიტიკას ახორციელებს, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს უკვე რამდენიმე თვეა აწარმოებს.