საგამოცდო ცენტრებში უცხოური ენების გამოცდის მეორე სესია მიმდინარეობს
ამ წუთებში, საგამოცდო ცენტრებში უცხოური ენების გამოცდის მეორე სესია მიმდინარეობს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეორე სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 94%-ზე მეტი.
“ამ დროის მონაცემებით, დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა.
ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები ისევ უცხოური ენების გამოცდით გაგრძელდება. ასევე, 8 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!”, – წერია ინფორმაციაში.