პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი – თორნიკე რიჟვაძეზე: მისი მდგომარეობა მძიმეა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, აჭარის ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

„ყველაფერი უტარდება, რაც სჭირდება. მდგომარეობა მძიმეა. [ქირურგიული ჩარევა] ჩვენთან არ დასჭირვებია. იმყოფება მართვით სუნთქვაზე“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

ცნობისთვის, დღეს დილით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები