რომან კაკულია: დღევანდელი სასამართლო წლების წინანდელზე უკეთესია, მაგრამ აბსოლუტური ჭეშმარიტებისგან ჯერ კიდევ შორსაა

„დღევანდელი სასამართლო წლების წინანდელზე უკეთესია, მაგრამ აბსოლუტური ჭეშმარიტებისგან ჯერ კიდევ შორსაა“, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
რომან კაკულია გამოცემასთან ამბობს, რომ იმდენად გაიცვითა სიტყვები “დაველოდოთ გამოძიებას”, რომ ვერ მივედით ისეთი ქვეყნის დონემდე, სადაც საზოგადოება სასამართლოს გადაწყვეტილებას ენდობა.
კაკულიას თქმით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მოუსმენენ, მაგრამ რამდენად საკმარისი იქნება ეს ჭეშმარიტების დასადგენად, საკითხავია.
„იმდენად გაიცვითა სიტყვები “დაველოდოთ გამოძიებას” და იმდენად მიეჩვია საზოგადოება, რომ ყველა ბრალდებული თავის უდანაშაულობას ამტკიცებს, ხოლო ყველა ბრალმდებელი – მისი მტკიცებულებების უტყუარობას, რომ ვერ მივედით ისეთი ქვეყნის დონემდე, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილებას ენდობი. დღევანდელი სასამართლო წლების წინანდელზე უკეთესია, მაგრამ აბსოლუტური ჭეშმარიტებისგან ჯერ კიდევ შორსაა. ამიტომაც არის, რომ ჟურნალისტები, დეპუტატები და სხვა დაინტერესებული პირები საკუთარ თავზე იღებენ გამოძიების ფუნქციას. მეორეს მხრივ, ვერავინ იტყვის, რომ რაც უნდა მნიშვნელოვან პერსონებზე გვქონდეს საუბარი, ვინმე სარგებლობს ინდულგენციით, რომ თუ კითხვები გაგიჩნდა, მათ არ უნდა შეეხო. ამიტომ, თუ გინდა, რომ ამ პროცესიდან სუფთად გამოხვიდე, მოვლენები უკან უნდა გადაახვიო და ყველა კითხვას პასუხი გასცე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ნაკლად და ხინჯად დააჩნდება ამ ხელისუფლებას“, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები