ჭეიშვილი – მიხეილ სააკაშვილზე: ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველები და მისი პოლიტიკური გუნდის წევრები ცდილობდნენ, რომ დაეკნინებინათ ამ საქმის მნიშვნელობა; ამ ყველაფერს შეიძლება, ეწოდოს ელიტური კორუფციის საქმე

„ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველები და მისი პოლიტიკური გუნდის წევრები ცდილობდნენ, რომ დაეკნინებინათ ამ საქმის მნიშვნელობა, შესაბამისი ბრენდირების, შეფუთვის მცდელობაც კი იყო, რომ თითქოს ეს იყო პიჯაკების საქმე. არა და, რეალურად, ეს არის კლასიკური ნიმუში და მაგალითი ელიტური კორუფციისა და სავსებით სამართლიანად ამ ყველაფერს შეიძლება, ეწოდოს ელიტური კორუფციის საქმე”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა  მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო ხაზინიდან გაფლანგული 9 მილიონის საქმეზე  საუბრისას განაცხადა.

“ეს უნდა იყოს ნიმუში და მაგალითი იმისთვის, რომ ნებისმიერმა ხელისუფალმა, მომავალმა თაობებმა, რომელთაც შეიძლება ქვეყნის მართვის სადავეების ხელში აღება, არასდროს არ დაუშვან ის, რომ არა თუ მილიონობით ლარი, არც ერთი თეთრი არამიზნობრივად არ იქნეს დახარჯული“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა “იმედის კვირაში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები