კირცხალია – ანტინარკოტიკულ რეფორმაზე: ერმა, ბერმა, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მივალთ ძალიან კარგ შედეგებამდე; ჩვენი მომავალი თაობისთვის ძალიან დიდი საფრთხე უნდა იყოს აღკვეთილი
“ერმა, ბერმა, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მივალთ ძალიან კარგ შედეგებამდე”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ „იმედის კვირასთან“, ქვეყანაში ანტინარკოტიკული რეფორმის განხორციელების მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.
„ფსევდოლიბერალური რაღაც დიდი ჯგუფის ნაკარნახევმა პოლიტიკამ, რაღაც ულტრალიბერალურმა მიდგომებმა ნარკოტიკული საშუალებების მიმართ, უბრალოდ თაობები შეიწირა.
მარტო ევროკავშირის ქვეყნებში შობადობის მაჩვენებლებს რომ გადაავლოთ თვალი, ისტორიულ მინიმუმზეა. ჩვენი მომავალი თაობისთვის ძალიან დიდი საფრთხეა უნდა იყოს აღკვეთილი. უნდა ვიზრუნოთ მაქსიმალურად ამ დიდი, დამღუპველი საფრთხის ასარიდებლად, პირველ რიგში, პრევენციიული კუთხით და ამას ემსახურება გამკაცრებული საკანონმდებლო ცვლილებები“, – აღნიშნა კირცხალიამ.
ცნობისთვის, პარლამენტში ანტინარკოტიკულ რეფორმაზე მუშაობს გრძელდება.