დიმიტრი ხუნდაძე: ხელისუფლების მხრიდან გადაჭარბებული ჰუმანიზმია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არა საპყრობილეში, არამედ ოროთახიან ლუქს პალატაშია წამოგორებული და იქიდან აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს

„მიხეილ სააკაშვილი თავადაც არ მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი, [რაზეც სასჯელი მიესაჯა], იყო დანაშაული. მას ამის აღიარებისთვის არც გამბედაობა და არც მორალური მზაობა არ ჰყოფნის”, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის” გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან გადაჭარბებული ჰუმანიზმია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არა საპყრობილეში, არამედ, ოროთახიან ლუქს პალატაშია წამოგორებული და იქიდან აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს.
„სააკაშვილის მომხრეებიც ამ ყველაფერს „აპრავებენ”, თითქოსდა, ბოტოქსები, მასაჟები და სტილისტები, პოლიტიკური შეხვედრების წინ მზადება იყო. ეს პროცედურები მესმის მაშინ ჩაიტარო, როცა სილამაზის კონკურსზე გამოდიხარ, ან რაიმე სხვა ცერემონიალისთვის ემზადები…” – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
დეპუტატი ექს პრეზიდენტის არა საპყრობილის საკანში, არამედ კლინიკის პალატაში ყოფნასაც გამოეხმაურა.
„ვფიქრობ, ხელისუფლების მხრიდან გადაჭარბებული ჰუმანიზმია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არა საპყრობილეში, არამედ, ოროთახიან ლუქს პალატაშია წამოგორებული და იქიდან აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს. თან, ისეთი შინაარსისას, რომ სირცხვილს კიდევ სირცხვილს უმატებს”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები