თურქეთში გარდაცვლილი ქართველი სამშობლოში ჩამოასვენეს – უბედური შემთხვევის დროს მამაც ადგილზე იმყოფებოდა

    თურქეთში უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილი 25 წლის ვალერი ტაკიძე სამშობლოში დღეს, გამთენიისას, ჩამოასვენეს – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ ტყიბულის გამგებელმა თემურ ჩუბინიძემ მიაწოდა. მისი თქმით, ოჯახის უფროსი შვილი ვალერი ტაკიძე დასაოჯახებელი იყო. თემურ ჩუბინიძის ინფორმაციით, მამა-შვილი ტაკიძეები და კიდევ რამდენიმე ნათესავი ტყიბულიდან თურქეთში სექტემბერში გაემგზავრნენ და იქ სხვადახვა სამუშაოზე მუშაობდნენ. ტყიბულში კი ოჯახს ფინანსურად ეხმარებოდნენ.
„კვირას“ ინფორმაციით, ტრაგედია თურქეთში, ქალაქ სამსუნში, დაახლოებით ორი კვირის წინ მოხდა. უბედური შემთხვევის დროს მამაც ადგილზე იმყოფებოდა. ვალერი მამასთან-იოსებ ტაკიძესთან და კიდევ რამდენიმე მეგობართან ერთად აქჩაის მდინარეზე თევზაობდა. ბადე მდინარეში გადააგდეს. წყალში რაღაცას მოედო. წყლიდან ვეღარ ამოჰქონდათ. ცურვა არავინ იცოდა, მდინარეში მხოლოდ ვალერი ჩავიდა. მდინარის წყალმა ისიც შიგ მოიყოლა. იოსებ ტაკიძემ ადგილობრივების დახმარებით სამაშველო სამსახური გამოიძახა. ახალგაზრდა მაშველებმა გადაარჩინეს. მას სხეულზე სხვადასხვა დაზიანება ჰქონდა მიღებული. დაზარალებული თერმას სახელმწიფო, სასწავლო და კვლევით საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაიყვანეს.
ტყიბულელი ვალერი ტაკიძე სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციის განყოფილებაში, 17 დღის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. როგორც „კვირას“ ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოს კონსულტანტმა გიორგი ყუშიტაშვილმა განუცხადა, 21 მაისს, ღამის საათებში ვალერი ტაკიძის ცხედარი თურქეთიდან სამშობლოში მანქანით გადაასვენეს.

იზა შაქარაშვილი

312

412

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები