სააკაშვილის ბებიაზე იძულებით გადაფორმებული ქონება – შ.პ.ს. “წისქვილმა” წილები ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიბრუნა (ვიდეო)

რესტორნების ქსელი შ.პ.ს. “წისქვილი” ერთ-ერთია იმ ობიექტებს შორის, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მის მეპატრონეებს იძულებით დაათმობინეს. აღნიშნული საკითხით “კვირა” დაინტერესდა და გაარკვია, რომ ობიექტის მოწილე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბებია – მზია წერეთელი გახდა.
როგორც კომპანიის იურისტმა, გიორგი ქუთათელაძემ “კვირასთან” ექსკლუზიურად საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტის ბებია წისქვილის მეწილედ 2009 წლის 3 აგვისტოდან ფიქსირდება, თუმცა, მისივე თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, “ქართული ოცნების” დროს, შესაძლებელი გახდა, რომ ქონება პირვანდელ მფლობელებს დაბრუნებოდათ.
“როგორც მოგეხსენებათ, “წისქვილი” ის ერთ-ერთი კომპანიაა, რომლის წილების გადაფორმებაც განხორციელდა 2012 წლამდე, აღნიშნული განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბებიაზე, მზია წერეთელზე. 2009 წლის 3 აგვისტოს უკვე გადაფორმდა მასზე წილები, ხოლო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, დადგა ის პერიოდი, როდესაც შესაძლებელი გახდა მესაკუთრეთათვის ქალბატონ მზიაზე რეგისტრირებული წილების უკან გადაფორმება”, – განაცხადა კომპანიის იურისტმა.
“კვირამ” აღნიშნულ საქმეზე საჭირო დოკუმენტური მასალის მოძიებაც შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები