რამაზ საყვარელიძე: ხელისუფლებას დიდი სიფრთხილე მართებს, წინასაარჩევნო პერიოდია, “ნაციონალური მოძრაობა” კი ყველაფერზეა წამსვლელი

ვფიქრობ, ხელისუფლებას დიდი სიფრთხილე მართებს, რადგან წინასაარჩევნო პერიოდია, ხელისუფლების ოპონენტი ძალა კი “ნაციონალური მოძრაობა”, ყველაფერზეა წამსვლელი, – ამის შესახებ პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
პოლიტოლოგი თვლის, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” პროვოკაციის საფუძველი არ უნდა მიეცეს.
“ვფიქრობ, ხელისუფლებას დიდი სიფრთხილე მართებს, რადგან წინასაარჩევნო პერიოდია, ხელისუფლების ოპონენტი ძალა კი “ნაციონალური მოძრაობა”, ყველაფერზეა წამსვლელი. მას არ უნდა მიეცეს პროვოკაციისთვის საფუძველი, თორემ ამის გამოყენება როგორ შეუძლია, ვიცით. შეცდომა მგონია, რომ არ მისცეს თავის დროზე კარვების გაშლის საშუალება, თუმცა ისიც ცხადია, რომ საბოლოოდ დაიხიეს უკან. ხორავას ქუჩის საქმე ძალიან საფრთხილო თემაა და “ქართულ ოცნებაში” უნდა იცოდნენ, რომ დაგროვილ კითხვებზე მაინც მოუწევთ პასუხის გაცემა, თუ არადა, მოუწევთ პასუხისგება. თუმცა აშკარაა ისიც, ამ საკითხის გამოყენებას როგორ ცდილობენ პოლიტიკურად. პროცესების ესკალაციის გეგმა რომ აქვს “ნაციონალურ მოძრაობას” და პოსტსაარჩევნოდ აქციებისთვის ემზადება, არც მალავენ. ეს არის ძალა, რომელიც ყველა ხერხს გამოიყენებს ხელისუფლებაში მოსაბრუნებლად. ვხედავთ, რომ ერთი მხარე იბრძვის ხელით, ფეხით, კბილებით, ტყუილით, ცრუ ბრალდებებით, ძალადობით… მეორე კი მხოლოდ იგერიებს და ამასობაში უშვებს შეცდომებს, თუმცა გამოსწორებასაც ცდილობს”, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები