საქართველო არ ყოფილა და არც იქნება ის მთავარი პრობლემა, რაზეც შეიძლება, ევროკავშირმა ყურადღება გაამახვილოს – საქართველო იყო, არის და იქნება ზოგადად დასავლეთის სანდო პარტნიორი ამ რეგიონში” – მახაშვილი

“მინიმუმ, არასერიოზულია”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, “რაიმე საინტერესო არც მისგან და არც მისი კოლეგებისგან არ მოდის”.

„მინიმუმ არასერიოზულია. ზოგადად, სადაც ეს განცხადება გააკეთა – საგარეო ურთიერთობათა საბჭოზე, ბოლო წლების განმავლობაში, როგორც იქნა პირველად დღის წესრიგი ის არის, რაც რეალურად ევროკავშირის პრობლემაა. ეს არის მთელი ის კრიზისები, ომები და პოლიტიკური დაძაბულობები, რომელიც ევროკავშირის როგორც შიგნით, ასევე გარეთ არის. საქართველო ამ დღის წესრიგში ლოგიკურადაც არ არის, რადგან საქართველო არ ყოფილა და არც იქნება ის მთავარი პრობლემა, რაზეც შეიძლება, ევროკავშირმა ყურადღება გაამახვილოს – საქართველო იყო, არის და იქნება ზოგადად დასავლეთის სანდო პარტნიორი ამ რეგიონში. კალასის განცხადებებს რაც შეეხება, არასერიოზულია. რაც იკვეთება არის ის კონკრეტული პირების მხრიდან საქართველოს საკითხთან დაკავშირებით პირადად გამორჩეული ინტერესი და ინტერესი, რომ შექმნან ალტერნატიული დღის წესრიგი და ხელი მიაშველონ რადიკალურ ოპოზიციას მათი ნაბიჯების კიდევ უფრო გარადიკალებაში. მხოლოდ ამას ვაკვირდებით. სხვა რაიმე საინტერესო არც მისგან და არც მისი კოლეგებისგან არ მოდის“, – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა: “ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ დაკავებებით, ვგულისხმობ ადამიანების დაპატიმრებებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები