ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი 18 მარტს შედგება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან 18 მარტს სატელეფონო საუბარი ექნება.

როგორც ცნობილია, მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინაში 30-დღიანი დროებითი ზავის დადება იქნება.

„ჩვენ ვნახავთ, გვაქვს თუ არა რაიმე გასაცხადები სამშაბათისთვის. მე გავესაუბრები პრეზიდენტ პუტინს სამშაბათს. უამრავი სამუშაო გაკეთდა შაბათ-კვირას. ჩვენ გვინდა ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამ ომის დასრულებას“, – თქვა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ საპრეზიდენტო კამპანიის დროს გაკეთებული განცხადება უკრაინაში ომის 24 საათში დასრულების შესახებ, ცოტათი სარკასტული იყო.

“მინდა, მოვაგვარო ეს საკითხი და მე ვფიქრობ, რომ წარმატებას მივაღწევ. ეს არის ძალიან რთული სიტუაცია. ეს არის სისხლიანი, საშინელი ომი. როგორც იცით, გვაქვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უკრაინულ მხარესთან და ვცდილობთ იმავეს მიღწევას რუსეთთანაც. ვფიქრობ, რომ აქამდე ყველაფერი კარგად წავიდა. და თუ რუსეთის პრეზიდენტი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, ეს ცუდი ამბავი იქნება მსოფლიოსთვის”,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

როგორც უცხოური მედია წერს, ნებისმიერი ასეთი საუბარი შეიძლება იყოს საყრდენი წერტილი კონფლიქტში და შესაძლებლობა ტრამპისთვის, გააგრძელოს ამერიკის საგარეო პოლიტიკის გადახედვა. ევროპელი მოკავშირეები უფრთხილდებიან ტრამპის პუტინისადმი “მიდრეკილებას” და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ მტკიცე პოზიციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები