“ჩვენ ვართ ღია ნებისმიერი იმ მოსაზრებისათვის, რომელიც მიზნად ისახავს, რომ დაიხვეწოს საკანონმდებლო ინიციატივა, მაგრამ ვიქნებით კატეგორიულად შეუვალები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას” – გორდულაძე
“ჩვენ, როგორც აქამდეც გავაჟღერეთ, ვართ ღია ნებისმიერი იმ მოსაზრებისათვის, რომელიც მიზნად ისახავს, რომ დაიხვეწოს საკანონმდებლო ინიციატივა, მაგრამ ჩვენ ვიქნებით კატეგორიულად შეუალები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას, ოღონდ რა ქულების დაწერაზეა საუბარი, ნამდვილად არ ვიცი”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენისას განაცხადა.
„სიახლეს არ ვიტყვი, რომ ჰეროინთან, კოკაინთან და მარიხუანასთან დაკავშირებული მიდგომები ბუნებაში ერთი და იგივე ვერ იქნება. ამავდროულად, ადამიანები რეპრესიებზე საუბრობენ. ჩვენ განსაკუთრებით მკაცრი მიდგომა გვაქვს ნარკოტიკების გამსაღებლებისა და ნარკოტიკების გამყიდველების მიმართ, ხომ არ შესტკივათ გული ამ ადამიანებს ნარკოტიკების გამსაღებლებსა და ნარკოტიკების გამყიდველებზე, ასეთი ეჭვი ჩნდება საზოგადოებაში. კარგად დაფიქრდნენ, თავიანთი მავნებლური პოლიტიკად გამომდინარე, მათ შორის, მათივე მართულ ტელევიზიებში რასაც აჟღერებენ, თუ რას საუბრობენ.
ერთხელ მაინც გაბედონ და თქვან თავიანთი პატრონების დავალების მიუხედავად, რომ საქართველოს მომავალზე ზრუნვა არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ გუნდის, არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის, არამედ, მათ შორის, ამ ქვეყნის ოპოზიციის ვალიც არის, მაგრამ ამის იმედი ნამდვილად არ გვაქვს, ვინაიდან ეს ადამიანები ყოველთვის ანგრევდნენ ჩვენი ქვეყნის მომავალს. მათი დანგრეულის შენებას უკვე ამდენი წელია ჩვენ უზრუნველვყოფთ და ჩვენ ვართ გადაფარებული, რომ როგორმე ამათი მავნებლობიდან გამომდინარე არ დაზიანდეს ჩვენი ქვეყანა“, – აღნიშნა გორდულაძემ.