თეა წულუკიანი საარჩევნო პლაკატების ჩამოხევის ფაქტებით შეშფოთებულია

იუსტიციის მინისტრი წინასაარჩევნო კამპანიის დროს პლაკატების ჩამოხევით შეშფოთებულია, დღეს გამართულ უწყებათშორისი კომისიის სხდომაზე მინისტრმა მუნიციპალიტეტებს და ადგილობრივ თვითმმართველობებს მოუწოდა, ძალისხმევა, გააათმაგონ, რათა სააგიტაციო მასალა უვნებელი დარჩეს.
“ შეშფოთებული ვარ ზოგიერთი მოქალაქის, აქტივისტის თუ სხვა პირის ქმედებით, რომელიც ბედავს და თავისთვის არასასურველი კანდიდატის პლაკატებს აზიანებს. ზოგიერთი მათგანი უფრო შორს მიდის და მისთვის სასურველი კანდიდატის სააგიტაციო მასალის სხვა კანდდატის პლაკატზე გადაკვრით არის დაკავებული. ზოგიერთმა შესაძლოა, თქვას, რომ ეს არის პატარა პრობლემა, მაგრამ კომისია თვლის, რომ ასეთი პრობლემებიც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მუნიციპალიტეტებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს მოვუწოდო, რომ ძალისხმევა გაათმაგონ იმისთვის, რომ სააგიტაციო მასალა, რომელი კანდიდატისაც კი არ უნდა იყოს, ხელშეუხებელი დარჩეს“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები