თამარ ბერუჩაშვილი ისლანდიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი დღეს ისლანდიის რესპუბლიკის ელჩს ბენედიკტ ასგეირსონს შეხვდა. როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრისას საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს და სამომავლო პერსპექტივებს.
“მინისტრის მოადგილემ ასევე განიხილა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან საქართველოს თანამშრომლობა, ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებები და განსახორციელებელი გეგმები. აღინიშნა უკანასკნელ პერიოდში საქართველოში შემდგარი ევროპელი პატრნიორების მაღალი დონის ვიზიტების აქტუალურობა, რაც მათი მხრიდან საქართველოს ევროპული კურსის მტკიცე მხარდაჭერის დადასტურებაა. მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის და შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესის მნიშვნელობას”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში. მათივე ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო რეგიონური უსაფრთხოების საკითხებს, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებს.
“ისლანდიის ელჩმა კვლავაც დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი ისლანდიის ურყევი მხარდაჭერა. მან ასევე ქართულ მხარეს მიულოცა მიმდინარე წლის 27 ივნისს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება და წარმატებები უსურვა შეთანხმებით გათვალისწინებული ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელების პროცესში. ელჩმა გამოთქვა მზაობა განიხილოს ქართული მხარის შეთავაზებები ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით”, – განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები