„საქართველოს გზის“ მერობის კანდიდატი თეიმურაზ მურვანიძე იქნება

  „საქართველოს გზამ“ თბილისის მერობის კანდიდატად თეიმურაზ მურვანიძე წარადგინა. ინფოორმაცია “კვირას“ “საქართველოს გზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, განაცხადი აღნიშნულის შესახებ ცესკოში უკვე შევიდა. ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ “საქართველოს გზის“ თბილისის მერობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა. თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის ბოლო ვადა დღეს, 18:00 საათზე იწურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები