სახელმწიფო უწყებებში შესაძლოა, პრემიების ზედა ზღვარი დაწესდეს

სახელმწიფო უწყებებში პრემიების სისტემა უნიფიცირდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ , სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემული მაღალი პრემიების კომენტირებისას განუცხადა. მინისტრი იმედოვნებს, რომ პრემიების გაცემის მოქმედი სისტემა მალე დასრულდება.
“პრემიებთან მიმართებაში უკვე დაწყებულია მუშაობა, მაგრამ არა ამ შემთხვევის გამო. ვმუშაობთ, რომ შემოღებულ იქნას უნიფიცირებული პრემიების სისტემა, სადაც ჩადებული იქნება ლოგიკა – მაქსიმალური ზედა ზღვარი. იმედი მაქვს, რომ ამ პროცედურას უკვე მალე მივიღებთ. ეს იქნება იმის ანალოგი, რაც იყო ადრე, ავტომანქანების შემთხვევაში”, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები