ტურისტების გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს – შსს-მ გამოძიება დაიწყო
ორი ტურისტის გაუპატიურების მცდელობის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.
„კვირას“ ინფორმაციით, ტურისტების გაუპატიურების მცდელობა სამეგრელოში, ტობა-ვარჩხილის ტერიტორიაზე მოხდა.
კარავში, სადაც ორი ტურისტი იმყოფებოდა, ქართველი მამაკაცი შეღწევას ცდილობდა, თუმცა, უცხოელებმა 112-ში დარეკეს და ინფორმაცია მიაწოდეს.
ინფორმაციის საფუძველზე, სწრაფი რეაგირების შედეგად, შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ქართველი მამაკაცი დააკავეს.
როგორც “კვირას” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, 112-ში დაფიქსირებული შეტყობინების საფუძველზე, პოლიცია ოპერატიულად გამოცხადდა ადგილზე და სიტუაცია განმუხტა.
სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს, გამოძიება სსკ-ის 19-150 მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულების მცდელობას გულისხმობს.
„კვირას“ ინფორმაციით, დაკავებული ადგილობრივი მცხოვრები, ადრე ნასამართლევი პირია, რომელმაც საპყრობილე რამდენიმე თვის წინ დატოვა.