ჩაშლილი ქორწილი და ავტოკატასტროფის დეტალები, რომელსაც 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა

ავტოკატასტროფის დეტალები: აღმაშენებლის ხეივანზე, „ჰონდას“ ცენტრის მოპირდაპირე მხარეს ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა. „კვირას“ ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან: 22 წლის ნოდარ სუთიაშვილი, 23 წლის ჯუბა ბერიაშვილი და 23 წლის თემურ სოზიაშვილი.
„კვირას“ ინფორმაციით, სამივე ახალგაზრდა 11 მაისს მეგობრის 24 წლის გაგა ბროლაძის ქორწილში მიდიოდნენ. ბროლაძემ მარიამზე ჯვარი დიღმის ეკლესიაში დაიწერა. სიძე-პატარძალი და მექორწინეები მცხეთაში, სვეტიცხოვლისკენ გაემართნენ. საღამოს კი, საქორწილო დღესასწაული აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში უნდა აღენიშნათ. 11 მაისს საღამოს, დაახლოებით 19.00 საათზე მექორწილეები მცხეთიდან თბილისში ბრუნდებოდენენ.
„მერსედესის“ მარკის ავტომანქანამ, რომელსაც ნოდარ სუთიაშვილი მართავდა, მექორწინეებს წინ გაუსწრო და ელექტრობოძს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანაში მყოფი სამივე ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. „კვირას“ ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთმა სასჯელაღსრულების დეპარტამეტის საპატიმრო რამდენიმე თვის წინ დატოვა. ტრაგედიის შემდეგ რესტორანში აღარავინ მისულა. გაგა ბროლაძეს და მის რჩეულს ავტოკატასტროფის გამო ქორწილი ჩაეშალათ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა. ავტოკატასტროფის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
აღსანიშნავია, რომ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა ნოდარ სუთიაშვილს არ ეკუთვნოდა. „კვირას“ ინფორმაციით, სუთიაშვილმა ის მეგობარს სთხოვა, რომ ქორწილში წასულიყო.

10364306_747702645252231_1852853583_n

10357901_747894788566350_128358858_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები