“სახელმწიფო ზარალს იმ რელიგიურ გაერთიანებებს აუნაზღაურებს, რომლებიც საბჭოთა პერიოდში სისტემური წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ“

   შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის ინფორმაციით, სხვადასხვა რელიგიური კონფესიები დაახლოებით 4,5 მილიონ ლარს მიიღებენ – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო ზარალს იმ რელიგიურ გაერთიანებებს აუნაზღაურებს, რომლებიც საბჭოთა პერიოდში სისტემური წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ. “ამ ჩამონათვალში შევიდა ოთხი რელიგიური მიმართულება – ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური ეკლესიები. ეს არის საკმაოდ სერიოზული, წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს ინიციატივა ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილისგან წამოვიდა. მან მკაფიოდ დააყენა ამ ღონისძიების განხორციელების საკითხი და ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ამ თემაზე მუშაობა დაიწყო. კმაყოფილი ვარ, რომ ორივე პრემიერ -მინისტრის უშუალო დავალება ძალიან სწრაფად შევასრულეთ”, – გაანცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები