ექსკლუზივი: თბილისში 14 წლის ანა კალანდიას ეძებენ
უკვე მესამე დღეა ისნის რაიონში 14 წლის ანა კალანდიას ეძებენ. როგორც „კვირას“ მოზარდის დედამ ნანა რურუამ განუცხადა, მისი შვილი 30 აპრილს 139-ე საჯარო სკოლაში დეიდამ მიიყვანა, თუმცა, ბავშვი სკოლის შენობაში არ შესულა. ოჯახმა მოზარდის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს იმავე დღეს შეატყობინა. ნანა რურუას განცხადებით, ეს მისი შვილის სახლიდან გაქცევის პირველი შემთხვევა არ არის. მოზარდი სახლიდან 2013 წლის 31 დეკემბერსაც გაიპარა. ანა კალანდია პოლიციის დახმარებით იმავე ღამეს რუსთავში მეგობარ ბიჭთან ერთად იპოვეს.
74-ე საჯარო სკოლის ყოფილი მოსწავლე ანა კალანდია 139-ე სკოლაში 2 კვირის წინ გადავიდა. როგორც „კვირასთან“ საუბრისას ნანა რურუამ აღნიშნა, მისი შვილი სკოლაში კარგად სწავლობს და ჯანმრთელია. დედა არ გამორიცხავს რომ მის შვილს შეყვარებულიც ჰყავს.