ქობულეთში დაკავებულ თურქ ქალს კასრში იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები უპოვეს

თბილისის საქალაქოს სასამართლომ 25 ნოემბერს ქობულეთში დაკავებულ ქალს პატიმრობა შეუფარდა.
როგორც ცნობილია, დაკავებული თურქეთის მოქალაქეა, ის ბრალდებულია დიდი ოდენობით უკანონო იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვაში.
”საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულის ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის დასადგენად მიმდინარეობს” – განაცხადა სასამართლოს დარბაზში პროკურორმა, რომლის განმარტებით, გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. მათ შორის, რომელ ტერორისტულ ორგანიზაციასთან აქვს ურთიერთობა დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს.
სასამართლო სხდომიდან როგორც გაირკვა იარაღის ნაწილი ამოღებულია დაკავებულის დროებითი საცხოვრებელის ახლიდან და ასევე მდინარის პირას ნაპოვნია კასრი, სადაც ინახებოდა დიდი ოდენობით ასაფეთქებელი მოწყობილობები.
მოსამართლემ სხდომაზე რამდენჯერმე ახსენა სიტყვა ტერორიზმი. სავარაუდოდ,შესაძლოა, ბრალი გადაუკვალიფიცირდეს და ბრალად დაედოს ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირი.

წყარო:http://akhalitaoba.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები