დუშეთში დიმიტრი ლორთქიფანიძის აგარაკი დაიწვა
„კვირას“ ინფორმაციით, პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს დიმიტრი ლორთქიფანიძეს დუშეთის რაიონში აგარაკი დაეწვა.
„კვირას“ აღნიშნული ინფორმაცია, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ დაუდასტურა.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, ყოფილი დეპუტატის აგარაკს ცეცხლი წუხელ გვიან ღამით გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი დუშეთის რაიონის სოფელ ჩინთში მოხდა. ხანძრის შედეგად, ცეცხლმა აგარაკის 150 კვ.მ. ფართობი გაანადგურა. ცეცხლს დუშეთის რაიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის 4 ბრიგადა ებრძოდა. ცეცხლის ლიკვიდაცია მალევე მოხდა.