თურქეთისკენ მიმავალი მოქალაქეები, სარფის საბაჟოზე საზღვრის გადაკვეთას 3 საათზე მეტია ვერ ახერხებენ

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეფერხებაა. თურქეთისკენ მიმავალი მოქალქეები საზღვრის გადაკვეთას 3 საათზე მეტია ვერ ახერხებენ.
როგორც „კვირას“ ერთ-ერთმა მგზავრმა აცნობა, შეფერხება თურქულ მხარეს უკავშირდება.
როგორც ადგილზე მგზავრებს განუმარტეს, თურქული მხარე სარემონტო სამუშაოს ახორციელებს. საზღვრის გადაკვეთას მოქალაქეები უკვე 3 საათზე მეტია ელოდებიან.
„უკვე 3 საათზე მეტია რიგში ვდგავართ. არავის უშვებენ. თურქეთის მხარე სარემონტო სამუშაოების აწარმოებს და სანამ არ დაასრულებენ არ გაგიშვებენო ასე მოვისმინეთ. არავის უშვებენ ჯერჯერობით და ველოდებით როდის გაიხსნება გასასვლელი, რომ რიგი დაიძრას“, – განუცხადა „კვირას“ ერთ-ერთმა მგზავრმა.
შემოსავლების სამსახურის აპარატში კი განმარტავენ, რომ თურქული მხარის მიერ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მხოლოდ ერთი გასასვლელი მუშაობს, რაც მგზავრთა ნაკადის მომსახურებას აფერხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები