თეთნულდზე გერმანელი ტურისტი გარდაიცვალა
თეთნულდზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, გერმანიის მოქალაქე 46 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
„კვირას“ ინფორმაციით, 2 გერმანელი სნოუბორდერი გაუკვალავ თოვლზე სრიალებდა, რა დროსაც ზვავი ჩამოწვა და ისინი ქვეშ მოიყოლა. ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მაშველები მუშაობენ და გარდაცვლილის ამოყვანას ცდილობენ.
იზა შაქარაშვილი