აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს-ს დირექტორმა სახელმწიფო თანხები მიითვისა და მიიმალა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენას“ დირექტორმა, ირაკლი ცეცხლაძემ დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხები მიითვისა. „კვირას“ ინფორმაციით, ის ამჟამად მიმალვაშია.
ფაქტს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ.
როგორც „კვირას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. მათი ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით მიმდინარეობს (მითვისება ან გაფლანგვა).
უწყებაში სხვა დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები