შსს-მ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა – ვიდეო

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, პირველი სამმართველოს (ბათუმი) პირველი სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, სირიის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქე საიდ ს. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, სასაზღვრო-საკონტროლო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდა.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) და მას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები