წალკაში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონულ სამმართველოში ორმა მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა.
 
სულ ჩაბარებულია: მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, გადაჭრილი სანადირო თოფი – ე.წ. აბრეზი, ტყვიამფრქვევის 3 ვაზნა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 15 ვაზნა.
 
აღნიშნული მოქალაქეები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები