„კეზერაშვილი ბიზნესმენებს 10 მილიონს სთხოვდა“
პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის სერგო ჯავახაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ფინანსური პოლიციის გარეშე არცერთი ბიზნესი არ კეთდებოდა. მისი თქმით, საქართველოში ბიზნესს მთლიანად დავით კეზერაშვილი აკონტროლებდა.
„საქართველოში არც ერთი ბიზნესი არ კეთდებოდა ფინანსური პოლიციის გარეშე, ვისაც უნდოდათ, გააჩერებდნენ ვისაც უნდოდათ, საერთოდ გაატყავებდნენ. კეზერაშვილს კონკრეტული სეგმენტი არ ეკავა, ის აკონტროლებდა ყველაფერს. საიდანაც სჭირდებოდათ, იქიდან იღებდნენ თანხებს. მე რომ არაფერი ვთქვა, ისედაც ძალიან ბევრი ბიზნესმენი გამოჩნდა – დაზარალებული და გაუბედურებული. ბიზნესმენი “ნაციონალების” მხარდამჭრი იყო თუ არა, მაგას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა, კეზერაშვილი მოსთხოვდა 3 თუ 10 მილიონს და, კაი დედმამიშვილი იყო, არ მიეტანა. რად უნდოდა ამას ფაქტი, რად უნდოდა ამას საკანონმდებლო ბაზა, რევიზია და ასე შემდეგ? დაავალებდნენ და მიიტანდნენ“, – აცხადებს სერგო ჯავახაძე გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას.