ტრადიციად ქცეული პროფესია, რომელიც რომანტიკას, ხიფათს და თავისუფლებას აერთიანებს
ტრადიციად ქცეული პროფესია, რომელიც რომანტიკას ხიფათს და თავისუფლებას აერთიანებს, – პროფესია, რომელიც ხშირად ბავშვობის ერთ-ერთი სანუკვარი ოცნებაა. ოკეანში სახიფათო მოგზაურობა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ნახვის შესაძლებლობაც.
სწორედ მას უკავშირდება მეზღვაური, რომელიც გემით იდუმალ თავგადასავლებს. ეძებს საქართველოში საპორტო ქალაქ ბათუმში მეზღვაურობა ოჯახური ტრადიციაა, თითქმის ყველა ოჯახში ერთი მამაკაცი მაინც ამ პროფესიას ეუფლება. ვაშაყმაძეების ოჯახში ორი მამაკაცია და ორივე მეზღვაურია. ჩვენი პერსონა გიორგი ვაშაყმაძე თითქმის შვიდი წელიწადია მეზღვაური და კაპიტნის პირველი თანაშემწეა. მას პროფესია ძალიან მოსწონს და მისთვის ზღვა ყველაფერია.
მეზღვაურისთვის ყოველი სამუშაო დღე განსხვავებულია. რა თქმა უნდა, ძალიან – საპასუხისმგებლოა ვიღებთ საბუთებს, გავდივართ საბაჟო შემოწმებას გვაქვს ექვს – ექვსი სამუშაო საათი, ვცდილობთ დასვენებაც მოვასწროთ. საჭიროა გემი კურსს არ ასცდეს.
არ შეეჯახოს შემხვედრ გემს და არ შეჯდეს მეჩეჩზე. მუდმივად გვიწევს სმენითი და მხედველობითი დაკვირვება ეს რა თქმა უნდა, ძალიან რთულია?
მეზღვაურს შეცდომის დაშვების უფლება თუ აქვს…
სულ მცირე შეცდომა და შეიძლება ტრაგედია დატრიალდეს ჩვენ ახალგაზრდა მეზღვაურეებმა ჯერ თეორია ვისწავლეთ, შემდეგ პრაქტიკებზე გადავედით. მინდა გითხრათ, რომ თეორია პრაქტიკოსებმა შეადგინეს, რუკები კი მეზღვაურებმა გამოიგონეს. რუკებამდე ვარსკვლავების განლაგებით იკვლევდნენ გზას. ახლა ყველაფერი გამარტივებულია.
ჩემთვის მეზღვაურობა რომანტიკული პროფესიაა ეცნობი ახალ ქვეყანას, ხალხს, ადათ – წესებს…
მუდამ თან მდევს ფიქრი სამშობლოზე, ეს რაღაც პათოსია, მეზღვაურისთვის, როდესაც ზღვაშია სახლი ენატრება შინ დაბრუნდება და ერთი სული აქვს გემზე როდის გამოიძახებენ…
რა თქმა უნდა, შტორმში მოგიწიათ გემზე ყოფნა…
მეზღვაურობა ძალიან სარისკოა. მას კოსმონავტიკასთანაც აიგივებენ. გემზე ყველაფერი წამებში ხდება. შეიძლება კაპიტანს ვერც დაუკავშირდე. ამ დროს ყველაფერი შენ უნდა გადაწყვიტო. სიკვდილისთვის ბევრჯერ ჩამიხედავს თვალებში. შტორმში მოხვედრა ნამდვილი საშინელებაა. ამას სიტყვებით ვერ გადმოსცემ. ყოველთვის უფლის და კაპიტნის იმედად გავდივართ ზღვაში. სიკვდილის არც გეშინია, უკვე ვერაფერს გრძნობ. ინსტიქტურად მოძრაობ და იბრძვი გადარჩენისთვის. რამდენადაც საშიში და სარისკოა შტორმში, იმდენად სასიამოვნოა ზურგის ქარი, მცხუნვარე მზე, ოკეანის სუნი და ტალღების ხმა. არ მინდა ჩემი პროფესია ზედმეტად ვაქო, მაგრამ მეზღვაურს სამი სიტყვითაც დაახასიათებ: ისინი მამაცები, ერთგულები და ოჯახის მოსიყვარულენი არიან.
ეკიპაჟი…
ეკიპაჟი ერთი ოჯახივითაა. მართალია, სამუშაო ბევრი გვაქვს ფიქრისა და გართობისთვის. დრო არ გვრჩება, მაგრამ თავისუფალ დროს მაინც ვპოულობთ. ფრანგებზე და ქართველებზე ამბობენ ნოსტალგიური ერიაო, მეზღვაური კი ეროვნების განურჩევლად ყველა ნოსტალგიურია…
იშვიათია ქართველი მეზღვაური, რომელიც საცხოვრებლად საზღვრებს გარეთ რჩება. მოგზაურობით თითქმის ყველა ქვეყანაში და საპორტო ქალაქში ვარ ნამყოფი. ვაგროვებ სუვენირებს, რაოდენობას ვერც დავასახელებ უამრავი მაქვს. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვცდილობ საჩუქრები ოჯახის წევრებისთვისაც შევიძინო.
როგორია მეზღვაურის ყოველდღიურობა?
მეზღვაურის ცხოვრება რომ გაიგო, ერთი დღე მაინც გემზე უნდა გაატარო. გემი პატარა, მცურავი სახლმწიფოსავით არის, კაპიტანი კი მისი მმართველია. მას გემზე ყველაფრის უფლება აქვს.
შეუძლია ეკიპაჟის წევრები დააქორწინოს თუ საჭიროა დააპატიმროს და.ა.შ. როგორც გითხარით, ეკიპაჟი იგივე ჩვენი ოჯახია. ძალიან განვიცდით წევრის დაღუპვას. ერთხელ, ერთ გემზე ახალგაზრდა მეზღვაური გარდაიცვალა. ფსიქოლოგიურ დატვირთვას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა. ჩვენი ეკიპაჟის წევრი არ ყოფილა მაგრამ, ძალიან დამწყდა გული. ეს ჩვენთვის საშინელებაა.
მეზღვაურის ტრადიცია, რომელიც მხოლოდ ამ პროფესიას უკავშირდება…
ახალწვეულებს ტრადიციული ნათლობა ელით მაგელანის სრუტის გავლის შემდეგ, მეზღვაურს მეტსახელს არქმევენ. მოგეხსენებათ, ეს ყველაზე სახიფათო სრუტეა. მეტსახელი კი თვითონ პიროვნებიდან გამომდინარე ჩნდება. ადრე იყო ტრადიცია, მეზღვაურს ყურს უხვრეტდნენ, გაუკეთებდნენ ვერცხლის საყურეს, რომელსაც ეწერა “მაგელან” და ნებისმიერ საპორტო ქალაქში ასი გრამი ვისკის დალევა და ერთი სიგარის – მოწევა შეეძლო უფასოდ, როგორც მეზღვაურს.
ზღვის და ოკეანის სიყვარული ესაა. გრძნობა, რომელიც ყველა მეზღვაურს აერთიანებს.
ნინო ჯაჯანიძე