„ზურაბ ჟვანიაც და გურამ შარაძეც სააკაშვილის პირადი შეკვეთით მოკლეს“

  აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ზურაბ ჟვანიას მკვლელობაში ადანაშაულებს. როგორც აკადემიკოსმა გაზეთ „ასავალ – დასავალთან“ საუბრისას განაცხადა, ჟვანიას გარდა პრეზიდენტი ბევრ მკვლელობაშია „ბრალეული“, რის გამოც ის საქართველოში ბორკილდადებული უნდა „ჩამოათრიონ“.
„სააკაშვილი ხელბორკილდადებული უნდა ჩამოათრიონ საქართველოში და ზურაბ ჟვანიას მკვლელობისთვის პასუხი აგებინონ! ჟვანია მოკლულია თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით! ეს შეიძლებოდა მხოლოდ ორ შემთხვევაში მომხდარიყო: პირველი – თავად სააკაშილმა მოკლა ჟვანია; ან მეორე – ჟვანია მოკლეს სააკაშვილის დავალებით“,- განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ.
როგორც ჯაველიძე აცხადებს, მას შეუძლია სრული პასუხისმგებლობით თქვას, რომ საქართველოში სააკაშვილის მმართველობისას არ მომხდარა არც ერთი გახმაურებული მკვლელობა, პირადად პრეზიდენტის განკარგულება რომ არ ყოფილიყო.
„სააკაშვილის დაკვეთით მოკლეს გურამ შარაძე! სააკაშვილის დაკვეთით ჩაცხრილეს ზურა ვაზაგაშვილი!… სააკაშვილმა გასცა საჯარო ბრძანება ნულოვან ტოლერანტობაზე, რასაც ათობით უდანაშაულო ადამიანის ფიზიკური ლიკვიდაციაც მოჰყვა“,- აცხადებს ელიზბარ ჯაველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები