ექსკლუზივი: ცოტნე გამსახურდიამ ციხეში ხათუნა კალმახელიძესთან ღამის გატარება მოითხოვა

ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია პატიმრობაში ყოფნისას სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრთან ხათუნა კალმახელიძესთან გრძელვადიან პაემანს ითხოვდა. როგორც გამსახურდიამ „კვირას“ განუცხადა, კალმახელიძესთან ღამის გატარების თხოვნის შესახებ განცხადება მან რუსთავის მეორე დაწესებულების ადმინისტრაციასაც ჩააბარა. ყოფილმა პოლიტპატიმარმა „კვირას“ განცხადების შინაარსი ექსკლუზიურად გაუმხილა:
„გთხოვთ მომცეთ ჩემს ნაშასთან – ხათუნა კალმახელიძესთან გრძელვადიანი პაემნის უფლება.“
ციხის ადმინისტრაციამ ცოტნე გამსახურდიას მოთხოვნის შემდეგ, მას იმის შესახებაც ჰკითხა, თუ ვინ იყო მისთვის განცხადებაში აღნიშნული პირი. მან კი საპასუხოდ განუმარტა, რომ ხათუნა კალმახელიძე სასჯელაღსრულების მინისტრი და მისი „ნაშა“ იყო.
„კვირას“ ინფორმაციით, ფაქტის შესახებ თავად მინისტრმა კალმახელიძემაც შეიტყო. ცოტნე გამსახურდია კი ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რამდენიმე დღით კარცერში ჩასვევეს.
„დამერწმუნეთ, ციხის პირობებში უარს ნამდვილად არ ვიტყოდი კალმახელიძეზე. ციხის ადმინისტრაციამ ჩაიბარა ეს განცხადება, რაში მაინტერესებს გაიგო, თუ ვერ გაიგო ეს ამბავი ხათუნამ. განცხადება რუსთავის მეორე დაწესებულებაში დავწერე 2011 ან 2012 წელს, ზუსტად არ მახსოვს“, – იხსენებს ყოფილი პოლიტპატიმარი.
რუსთავის მეორე დაწესებულების ციხის უფროსი იმ პერიოდში ლაშა ბრეგვაძე იყო, რომელსაც პატიმრები არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში ადანაშაულებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები