ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით ჯარისკაცი გარდაიცვალა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით ჯარისკაცი გარდაიცვალა. ინფორმაცია “კვირას“ თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. გარდაცვლილი სამხედრო სპეციალურ ოპერატიულ ძალებში მსახურობდა, ის 38 წლის იყო.
ცნობისთვის, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ამ ეტაპზე გრიპის მაგვარი ვირუსით დაავადებული 12 სამხედრო მკურნალობს.
შეგახსენებთ, რომ H1N1 ვირუსით წელს 10 ადამიანი გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2015-2016 წლის გრიპის სეზონზე 2015 წლის თებერვლის მონაცემებით ლაბორატორიულად სულ გამოვლენილია გრიპის 255 ვირუსის შემთხვევა, მათ შორის, 245- A/H1P და 10-A/H3.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები