რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ჰელსინკის კომისია „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჰელსინკის კომისია „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ, სხვა მიზეზებთან ერთად, მოტივად კომისიის მიერ ჯო ბაიდენისადმი მიმართვა დაასახელა, რომლითაც ჰელსინკის კომისიამ აშშ-ს მოუწოდა, უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მიეცა.

„ჰელსინკის კომისიის საქმიანობა რუსეთში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული, ორგანიზაციის წევრები მასობრივად ავრცელებენ მასალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის საგარეო და შიდა პოლიტიკის, სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას ახდენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები