ნეთანიაჰუ: ჰუსიტები ასევე ისწავლიან იმას, რაც ისწავლეს „ჰამასმა“ და „ჰეზბოლამ“, ასადის რეჟიმმა და სხვებმა
იემენელი ჰუსიტები „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ ბედს გაიზიარებენ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„დღეს ჩვენ ვანთებთ ხანუქას პირველ სანთელს, რათა აღვნიშნოთ იმ დროის მაკაბელთა და დღევანდელ მაკაბელთა გამარჯვება. როგორც მაშინ, ისე ახლაც, ჩვენ ვაყენებთ დარტყმებს მჩაგვრელებს და მათ, ვინც ფიქრობდა, რომ გაწყვეტდა ჩვენი სიცოცხლის ძაფს აქ, და ეს ყველას შეეხება. ჰუსიტებიც ისწავლიან იმას, რაც ისწავლეს „ჰამასმა“, „ჰეზბოლამ“, ასადის რეჟიმმა და სხვებმა, და თუნდაც დრო დასჭირდეს ამას, ამ გაკვეთილს ისწავლიან მთელ ახლო აღმოსავლეთში“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.