ტრაგედია, რომელსაც ახალშეუღლებული წყვილი ემსხვერპლა – ვინ არიან გარდაცვლილები

ნაძალადევის რაიონში ბუნებრივი აირით გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ვინაობა „კვირასთვის“ ცნობილი გახდა. გარდაცვლილები არიან: 31 წლის ზაზა ხუხუნაიშვილი და 26 წლის შორენა აბულაძე. შორენა აბულაძე წარმოშობით ტყიბულიდან იყო, ხოლო ზაზა ხუხუნაიშვილი  თბილისიდან.
„კვირას“ ინფორმაციით, მათი ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს. ცოლ-ქმარი ხორნაბუჯის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
წყვილი 2015 წლის 25 აპრილს დაქორწინდა. გარდაცვლილი გოგონა 7 თვის ორსული იყო. ზაზა ხუხუნაიშვილი „იბერია ბიზნეს ჯგუფში“ მუშაობდა, შორენა აბულაძე კი აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
უბედური შემთხვევა დღეს დილით მოხდა. “კვირას“ ინფორმაციით, ცოლ-ქმართან კონტაქტი ვერ მოხერხდა და მეზობლებმა სამაშველო სამსახურში დარეკეს. ადგილზე მისულმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა კარი შეამტვრიეს, მათ სახლში გარდაცვლილი ცოლ-ქმარი დახვდათ.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
8245_10153419892879779_6026335406022152514_n
12509041_10153419892849779_3552527053590229166_n
12565481_10153419892859779_7270386670875362738_n (1)

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები