ბესიკ ხარძიანის შვილის პირველი კომენტარი – „ვიდეოს ბოლომდე ვერ ვუყურე“
ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის ქალიშვილი ქეთევან ხარძიანი პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც „კვირას“ ქეთევან ხარძიანმა განუცხადა, მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს ნახვა ბოლომდე ვერ შეძლო.
ქეთი ხარძიანის განცხადებით, მისთვის მძიმეა მამის მკვლელობაზე საუბარი. მისი თქმით, ადვოკატი ჟურნალისტებთან მოგვიანებით გააკეთებს კომენტარს.
„ჩემთვის ძალიან მძიმეა ეს კადრები. ვიდეოს ბოლომდე ვერ ვუყურე. ადვოკატი მოგვიანებით გააკეთებს კომენტარს და დეტალურად უპასუხებს თქვენს შეკითხვებს“, – განუცხადა „კვირას“ ქეთი ხარძიანმა.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ხარძიანის მკვლელობაში მხილებულნი არიან: უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 4 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი.