სხეულის მოყინვის სამი შემთხვევა – ერთ-ერთს 7 თითის ამპუტაცია დასჭირდა
სხეულის მოყინვის სამი შემთხვევა დამწვრობის ცენტრში. სამედიცინო დაწესებულებაში სხეულის მოყინვით სამი პაციენტი მკურნალობს. მათ შორის ერთი 46 წლამდე ქალბატონია, რომელსაც 7 თითის ამპუტაცია დასჭირდა.
როგორც „კვირას“ იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, სამივე პაციენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან თბილისში სამკურნალოდ გადმოიყვანეს.
„ჩვენს კლინიკაში სხეულის მოყინვით სამი პაციენტი შემოიყვანეს. კლინიკაში შემოსვლისას მათ მე-2-3 ხარისხის სხეულის მოყინვა აღენიშნებოდათ. 46 წლის ქალბატონს ტერფის ნაწილებისა და 7 თითის ამპუტაცია დასჭირდა. 30 წლის მამაკაცმა ქირურგიული ოპერაციის შედეგად 1 თითი დაკარგა. საბედნიეროდ, 65 წლის მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია არ დასჭირდა და ამბულატორიული მკურნალობა საკმარისი აღმოჩნდა. რაც შეეხება 46 წლის ქალბატონს და 30 წლის მამაკაცს, ისინი დღემდე ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ“, – განუცხადა „კვირას“ გუგა ქაშიბაძემ.
ქაშიბაძის თქმით, პაციენტები, რომლებსაც ქირურგიული ოპერაცია დასჭირდათ, სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნებიან და მათ სამედიცინო დაწესებულებას გვიან მიმართეს.
გუგა ქაშიბაძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ სხეულის გაყინვის ან დამწვრობის შემთხვევაში უმჯობესია, დროულად მიმართონ შესაბამის სამკურნალო დაწესებულებას და მკურნალობისთვის არ გამოიყენონ ექიმბაშების მიერ