გიორგი აბდალაძის შვილი დაჭრეს
„კვირას“ ინფორმაციით, ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძის შვილი დაჭრეს. შემთხვევა საღამოს, საბურთალოს რაიონში მოხდა.
„კვირას“ ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხშია დაჭრილი, ის რესპუბლიკურ საავადმყოში გადაიყვანეს.
წინასწარი ცნობით, მას უცნობი პირი თავს დაესხა და ტელეფონის წართმევას უპირებდა.
“კვირა” დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.