შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – ვიდეო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ალექსანდრე გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 9,8928 გრ კანაფის ფისი და 186 აბი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 22,3744 გრ ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით ალექსანდრე გ-ს ამფეტამინის, მეტამფეტამინის და მდმს-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის) მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები