მარგველაშვილის კრიტიკა ბიძინა ივანიშვილს (ვიდეო)

მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერმა გადაცემა „პოლიტიკის დროში“ პრეზიდენტი მარგველაშვილი გააკრიტიკა,  სოციალურ ქსელში აქტუალური გახდა გიორგი მარგველაშვილის ვიდეო, რომელიც 2012 წლის 23 სექტემბერს არის ჩაწერილი ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა “კვირის აზრებისთვის”.
მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილს ძვირად ღირებულ ნახატებთან დაკავშირებით გემოვნებას უწუნებს. მისთვის ასევე გაუგებარია “ივანიშვილის დაუდგენელ ზღვრამდე კამათი“ ჟურნალისტთან თუ სხვა ადამიანთან.
“სადაც, მაგალითად, მე სამ წუთში დავამთავრებდი ლაპარაკს, ბიძინა დაუდგენელ ზღვრამდე კამათობს, მსჯელობს – უსმენს ჩემთვის ეს უცხოა. თუ 2-3 წინადადებაში დიალოგი არ შედგა, სხვა თემაზე გადავდივარ. ბიძინა ლაპარაკს აგრძელებს, რაც ჩემთვის გაუგებარია. მეუბნებიან, რომ აგრესიულია და ატერორებს, აზრის გამოთქმის საშუალებას არ აძლევს ადამიანს. ნეტავ, ეგრე ყოფილიყო“,-აღნიშნავს მარგველაშვილი.
მარგველაშვილის თქმით, ივანიშვილი რომ კარგი მენეჯერია, ამას მისი წარმატებები ადასტურებს.
“ბიძინამ იცის, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანს გააჩნია თავისი პლუსი და მინუსი. მენეჯერის ფუნქცია არის ის, რომ აამუშავოს ადამიანის პლუსები და არ გააღვივოს მინუსი და უარყოფითი, ის, რომ ბატონ ბიძინას პოლიტიკა უკეთესად ესმის, ვიდრე მე ან სხვა ადამიანს, პირველად რამდენიმე დღეში დავინახე. ბიძინასთვის ბევრი ფულის ფაქტორი არც ურთიერთობაში და თვითშეფასებაში არ აისახება. კიდევ ერთი რამ, რაც ძალიან მომწონს, ისაა, რომ ნამდვილად არაფერზე არ „ავარდება“. ეს ძალიან მოსაწონი რაღაცაა, არა იმიტომ, რომ ყველაფერი აქვს. არცერთ მომენტში არ მინახავს აღტაცებული ან აღფრთოვანებული, გარდა იუმორისა და ორიგინალური აზრისა“, – აცხადებს მარგველაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები