„ჩემი და ჩემი ძმის ურთიერთობა ყოველთვის პოლიტიკაზე მაღლა იდგა“

  ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის მაღლა იდგა პოლიტიკაზეც და ასე უნდა იყოს ამ ქვეყანაში, რადგან ასე გვასწავლეს ჩვენმა მშობლებმაც, – ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას საპარლამენტო უცირესობის წევრი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩევლის – ვანო მაჭავარიანის ძმა მიხეილ მაჭავარიანი. „ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის მაღლა იდგა პოლიტიკაზეც და ასე უნდა იყოს ამ ქვეყანაში, რადგან ასე გვასწავლეს მშობლებმაც. რაც შეეხება სოფელ ჭორვილას, ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი და ვეპატიჟები ყველა ჟურნალისტს, რომ განახოთ, სად ვცხოვრობ, როგორ სახლში. პოლიტიკაში ყველაფერი გამიგია, თუმცა ჭორაობა – არა. ჩემი ძმის კარიერული წინსვლისთვის მე ხელი თუ შემიშლია, თორემ მას არასოდეს დავხმარებივარ. მიმაჩნია, რომ ქვეყანაში ბევრი სხვა პრობლემაა და ამაზე უნდა ვისაუბროთ”, – აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები