„რუსეთმა 21- ე საუკუნისთვის წარმოუდგენელი აგრესია განახორციელა“

რუსეთმა 21-ე საუკუნისთვის წარმოუდგენელი აგრესია განახორციელა – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
“სამწუხაროდ, უკრაინაში მოვლენები განვითარდა ისე, რომ არ გვინდოდა, არ უნდა არც უკრაინელ ხალხს, არც ჩვენ და არც დემოკრატიულ მსოფლიოს. რუსეთმა 21-ე საუკუნისთვის სრულიად წარმოუდგენელი აგრესია განახორციელა და პრაქტიკულად ტერიტორია მიიტაცა. დარწმუნებული ვარ, ეს ასე არ დარჩება და ამ რწმენით ვაგრძელებთ ჩვენც შრომას საკუთარი ქვეყნის გასამთლიანებლად – როგორც ჩანს, ეს პროცესები ძალიან მჭიდროდ და პარალელურ რეჟიმში წარიმართება”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები