„ქართულ ოცნებას“ საკამოდ სერიოზული და ძლიერი კადრები ჰყავს“

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით საგანელიძე, საქართველოს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. დავით საგანელიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ საკამოდ სერიოზული და ძლიერი კადრები ჰყავს და პრეზიდენტის გარემოცვის „ნაციონალურ მოძრაობაზე“დამოკიდებული კადრებით დაკომპლექტება მიუღებელია.
“მიმაჩნია საკამოდ სერიოზული და ძლიერი კადრები ჰყავს „ქართულ ოცნებას“ და მაინცდამაინც „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დამოკიდებული კადრებით დაკომპლექტება პრეზიდენტის ყველაზე მნიშვნელოვანი, ვთქვათ ფიგურებით, ჩემი აზრით, მიღებული არ იყო. იმედგაცრუებაზე ვერაფერს ვერ გეტყვით. ამას მომავალი დაგვანახებს“,- აღნიშნა დავით საგანელიძემ.
ყოფილმა პემიერ-მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „პოლიტიკის დროში“ საუბრისას განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილით გარკვეული იმედგაცრუება მიიღო. მან პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში შესვლისა და ვანო მაჭავარიანის მრჩევლად დანიშვნის გამო გააკრიტიკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები