"ვიზიარებ ყველა იმ მოსაზრებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა“

  ვიზიარებ ყველა იმ მოსაზრებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა – ასე ეხმაურება დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ გადაცემა “პოლიტიკის დროში” გაკეთებულ განცხადებებს.
“ვიზიარებ ყველა იმ მოსაზრებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა, რადგან პიროვნება არის ძალიან დადებითი და რასაც ფიქრობს, იმას აცხადებს. მიმაჩნია, რომ საგარეო მიმართულებით პრეზიდენტსაც, პარლამენტის თავმჯდომარესაც და პრემიერსაც ერთი პოზიცია უნდა ჰქონდეთ, რათა შეთანხმებული და კონსტრუქციული მუშაობა შედგეს”, – განაცხადა ტყემალაძემ.
ტყემალაძე ექსპრემიერის პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებასაც იზიარებს.
“ეს საკითხი არაერთხელ დასმულა პოლიტსაბჭოს სხდომაზე და პოზიციის შეცვლა ნამდვილად არასწორად მიმაჩნია”, – განუცხადა ჟურნალისტებს უმრავლესობის წარმომადგენელმა ზურაბ ტყემალაძემ.
ყოფილმა პემიერ-მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „პოლიტიკის დროში“ საუბრისას განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილით გარკვეული იმედგაცრუება მიიღო. მან პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში შესვლისა და ვანო მაჭავარიანის მრჩევლად დანიშვნის გამო გააკრიტიკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები