22 წლის ბექა კაპანაძეს ოჯახის წევრები ეძებენ

22 წლის ბექა კაპანაძეს ოჯახის წევრები უკვე მესამე დღეა ეძებენ.

12063413_1030820270273799_46097469803525486_nროგორც „კვირას“ კაპანაძის ოჯახის ახლობელმა განუცხადა, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, ბექა კაპანაძე რამდენიმე დღით ბათუმში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. 28 ოქტომბერს ღამის საათებში ბექამ შეიტყო, რომ მისი დედა გულის შეტევით საავადმყოფოში მოათავსეს. ის ბათუმიდან თბილისში მსუბუქი ავტომანქანით წამოვიდა, რის შემდეგაც ახალგაზრდა მამაკაცი გაუჩინარდა.
„28 ოქტომბერს, ღამის 11:00 საათზე, ბექამ შეიტყო, რომ დედამისს გულის შეტევა დაემართა და იმავე ღამეს ბათუმიდან თბილისში მსუბუქი ავტომანქანით წამოვიდა. არ ვიცით ის მარტო იყო თუ მეგობრებთან ერთად, ის დღემდე სახლში არ მისულა“, – აცხადებენ კაპანაძის ოჯახის ახლობლები.

12112390_1030820360273790_6706879333552830705_n 12200428_1030826346939858_210486146_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები