ჯანმოს ხელმძღვანელი ისრაელის საჰაერო თავდასხმების დროს სანას აეროპორტში იმყოფებოდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ იემენის დედაქალაქ სანას საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა, როდესაც ისრაელმა აეროპორტზე საჰაერო დარტყმა განახორციელა.

„როდესაც ბორტზე ვაპირებდით ასვლას, დაახლოებით ორი საათის წინ, აეროპორტი საჰაერო დაბომბვის ქვეშ მოხვდა. ჩვენი ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი დაშავდა. აეროპორტში, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა“, – აღნიშნა ტედროს ადანომ გებრეისუსმა პლატფორმა X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები