ვინ ემუქრება მანანა ვაზაგაშვილს – „მე რომ რამე მომივიდეს, იცოდეთ, რომ მაგათი გაკეთებულია“

იური ვაზაგაშვილის და მისი მისამართით მუქარაზე საუბრობს. როგორც ვაზაგაშვილმა „კვირას“ განუცხადა, მას კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გასამართლებული გიორგი ცააძის ოჯახის წევრები ემუქრებიან.
როგორც ვაზაგაშვილმა აღნიშნა, 4- თვიანი პროცესის განმავლობაში, ცააძის და და მამა მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.
“გიორგი ცააძის და და მამა გვემუქრებიან. რამე რომ მომივიდეს, იცოდეთ, რომ მაგათი გაკეთებულია. მთელი პროცესების მანძილზე სულ ზეწოლას ახდენდნენ ჩვენზე. თითქოს ისინი იყვნენ დაზარალებულები და ჩვენ – არა. დღევანდელ პროცესზეც გამოიწია ცააძის და ჩემზე და მანდატურმა გააჩერა”,- განუცხადა “კვირას” მანანა ვაზაგაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა ე.წ. კორტების საქმეზე განაჩენი დღეს გამოაცხადა. აღნიშნულ საქმეზე განზრახ მკვლელობის ნაწილში ბრალდებულები: ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე დამნაშავედ ცნო და მათ 12-12 წელი მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები