სასწაული სამთავროს ფერისცვალების ტაძარში – ლუსკუმის ადგილას წმინდა ბერი გაბრიელი გამოისახა

სამთავროს ფერისცვალების ტაძარში, ლუსკუმის ადგილას წმ. ბერი გაბრიელი გამოისახა.
„კვირას“ ინფორმაციით, ფერისცვალების ეკლესიაში, იქ, სადაც ბერის უხრწნელი სხეულის ნაწილები უნდა ჩაასვენონ, ბერის გამოსახულება 2 დღის წინ გამოისახა. სასწაულის ამსახველი ფოტო დედაოებმა გადაიღეს.
როგორც „კვირასთან“ საუბრისას სამთავროს მონასტრის ერთ-ერთმა მონაზონმა, დედა ნატალიამ აღნიშნა, სამთავროს ფერისცვალების ტაძარში მზადდება ლუსკუმა, სადაც უნდა მოხდეს ბერის უხრწნელი სხეულის ჩასვენება. მისი თქმით, წმინდა ბერის გამოსახულება ლუსკუმის ადგილზე კვლავ  ჩანს.
დედა ნატალიას თქმით, გუშინ ფერისცვალების ეკლესიაში   სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარიქი,   უწმინდესი და უნეტარესი  ილია მეორე მიბრძანდა და ფაქტს უდიდესი სასწაული უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები